კალათბურთი

18:22 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: საქართველომ გერმანიას წინააღმდეგობა ვერ გაუწია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა წააგო. ილიას ზუროსის გუნდისგან გერმანიასთან მატჩში ბევრი გამარჯვებას ელოდა, მაგრამ არ გამოვიდა. მეტიც, ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს მეტოქემ შანსი არ დაუტოვა ძალზე ადვილად სძლია – 67:57.

თამაში არ წაუვიდა არცერთ ქართველ კალათბურთელს. მათ შორის, არც ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას. საპასუხოდ კი, დენის შრიოდერმა 23 ქულა ჩაგვიგდო. ილიას ზუროსის გუნდი მეოთხე პერიოდის წინ 3 ქულით აგებდა და თითქოს მოგების შანსიც იყო, მაგრამ დასკვნით ათწუთეულში ქართველებმა კატასტროფულად ითამაშეს და სულ რაღაც 5 ქულა შემატეს აქტივს. ბუნებრივია, ეს მოსაგებად საკმარიის არ იქნებოდა.

ასე და ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ორ ტურში მოგება-წაგება აქვს. მესამე მატჩს კი, 3 სექტემბერს, უკრაინის ნაკრებთან ჩაატარებს. თავის მხრივ, გერმანიის ნაკრები ჯგუფში გალიდერდა.

საქართველო – გერმანია 57:67 (19:19, 17:22, 16:14, 5:12)

WORLDSPORT.GE ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

0.159588