კალათბურთი

17:49 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: პოლონეთმა ისლანდია გაანადგურა

ევრობასკეტ 2017-ის A ჯგუფის მეორე ტურის მატჩში პოლონეთის ნაკრებმა ისლანდია დიდი ანგარიშით დაამარცხა.

შეხვედრის პირველი პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ხოლო შემდეგ პოლონეთმა დიდი უპირატესობა მოიპოვა, მეტოქე სამივე დარჩენილ პერიოდში დაჩაგრა და 30-ქულიანი სხვაობით იმარჯვა – 91:61.

პოლონელთაგან კაპიტანი ადამ ვაჩინსკი გამოირჩეოდა, რომელის ანგარიშზეც 15 ქულა, 6 მოხნა და 2 გადაცემაა. ისლანდიიდან საუკეთესო ჰიურურ ვიჰალმსონი იყო, რომელმაც 16 ქულა, 2 მოხსნა და 1 გადაცემა დააგროვა.

ამრიგად, პოლონეთმა პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ისლანდიას ორი მარცხი აქვს.

პოლონეთი – ისლანდია 91:61 (16:24; 25:15; 19:8; 31:24)

0.113729