საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას ამ წუთებში გერმანიის ნაკრებთან ატარებს. დასრულდა პირველი ტაიმი, რომლის შემდგომაც ჩვენთვის სასიკეთო არაფერი ხდება – გერმანიის ნაკრებმა ტაიმი ხუთი ქულის ხვაობით 41:36 მოიგო.
საქართველოს ნაკრების თამაში ძალიან გავს პირველ ტურში ლიტვასთან ნაჩვენებ თამაშს – მაშინდელის მსგავსად, ამჯერადაც პირველი მეოთხედში ფრე დაფიქსირდა (19:19), ხოლო მეორე პერიოდი ხუთი ქულით წააგო – 17:22. ასეთივე სცენარი იყო ლიტვასთანაც: ორი დღის წინანდელ შეხვედრაშიც პირველი მეოთხედი თანაბარად დასრულდა, ხოლო დიდ შესვენებაზე ხუთქულიანი ჩამორჩენით მოუწია საქართველოს ნაკრებს გასვლა.
ჩვენი გუნდის რიგებში საუკეთესო კვლავ თორნიკე შენგელია, რომელსაც 10 ქულა და 4 მოხსნა აქვს აქტივში. გერმანიის ნაკრებიდან კი, რა თქმა უნდა დენის შრიოდერი გამოირჩება – 14 ქულით იგი ლიდერია პარკეტზე.
საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა მატჩის მეორე ტაიმი სულ მალე დაიწყება.