კალათბურთი

14:10 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე მზადყოფნაშია, დანარჩენი ზუროსის გადასაწყვეტია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელს, გიორგი ცინცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გიორგი შესაძლოა დღეს პარკეტზეც ვიხილოთ. ექიმების ცნობით, მას თამაშის უფლება აქვს, თუმცა დანარჩენს უშუალოდ ზუროსი გადაწყვეტს თუ რა დოზით დატვირთავს მას.

„გიორგი ცინცაძის მდგმარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი მდგომარეობა არ გვაძლევს საფუძველს, მას მოედანზე გასვლა ავუკრძალოთ. შესაბამისად, ექიმები მას თამაშის ნებას რთავენ. დანარჩენი უკვე მწვრთნელების გადასაწყვეტია, ათამაშებენ თუ არა ცინცაძეს და თუ კი, რა დროით გაიყვანენ მას მოედანზე“ - განაცხადა ნაკრების მთავარმა ექიმმა, თემურ ხვედელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ტრავმა ლიტვასთან მატჩის დროს მიიღო და მოედანზე ვეღარ დაბრუნდა. რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას - ქართველები გერმანიის წინააღმდეგ, თბილისის დროით 16:45 წუთზე იასპარეზებენ.

0.115579