ფეხბურთი

15:02 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ პელეს გადაასწრო და ბომბარდირებში მეხუთეა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდისგან, პელესგან მილოცვა ტვიტერის გვერდის საშუალებით მიიღო. საქმე იმაშია, რომ ფარერების წინააღმდეგ რონალდუმ 2 გოლი გაიტანა და 1-ით გადაასწრო ლეგენდარულ პელეს.

“მე ვულოცავ კრიშტიანუს ბომბარდირობას ელიტარულ ფეხბურთელთა რიგებში”, - დაწერა პელემ თავის ტვიტერის გვერდძე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით პორტუგალიელს 4 ფეხბურთელი სჯობნის. ესენი არიან: გოდფრი ჩიტალუ (ზამბია 79 გოლი), კუნიშიგე კამამოტო(იაპონია 80 გოლი), ფერენც პუშკაში (უნგრეთი 84 გოლი) და ალი დაეი (ირანი 109 გოლი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116249