ფეხბურთი

14:36 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "ესპანეთთან გამარჯვების იმედი არ მაქვს"

იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის მატჩამდე, რომელსაც ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გამარჯვების იმედი დიდად არ აქვს.

“წინა თამაში, რომელიც ფრედ – 1:1 დასრულდა ამ თამაშზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ცოტა ხნის წინ ბევრი რამ შეიცვალა გუნდში. ჩვენ ყველას გვინდა, ამ ცვლილებებმა დიდი შედეგი გამოიღოს, თუმცა ვიცით, რომ ამას დრო უნდა. ვიმედოვნებ, რომ კარგი თამაში იქნება და მიმაჩნია იტალია კარგ თამაშს აჩვენებს, მაგრამ გამარჯვების იმედი დიდად არ მაქვს”, - თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და იტალიის მატჩი, დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113382