ჩოგბურთი

13:54 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა: "რუსეთში ჩოგბურთი პოპულარული გახდა"

მსოფლიოს ყოფილმა ნომერმა პირველმა ჩოგანმა, მარია შარაპოვამ, რომელიც ამერიკის ღია პირველობაზე მერვედფინალში გავიდა, აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ჩოგბურთის პოპულარობა გაიზარდა.

“როდესაც ჩემი კარიერა დაიწყო, რუსეთში სპორტის ეს სახეობა არ იყო პოპულარული და განვითარებული. არც განვითარების შესაძლებლობა გვქონდა, თუმცა ბოლო წლებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ. ახლა აქ გაცილებით მაღალი კლასიც ჩოგბურთელები და ასევე მწვრთნელები არიან.

მანამდე ბევრად დიდი ყურადღება ექცეოდა ზამთრის ოლიმპიურ სპორტს, ფიგურულ სრიალს, ჰოკეის და ტანვარჯიშს, მაგრამ ახლა არათუ მათზე ნაკლები, არამედ მათზე პოპულარული გახდა ჩოგბურთი”, - თქვა შარაპოვამ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო რაუნდში რუსი ლატვიელ ანასტასია სევასტოვას ეთამაშება.

0.114955