ევრობასკეტ 2017-ის C ჯგუფის პირველი ტურის დასკვნით მატჩში, ჩეხეთის ნაკრებმა კლუჟ-ნაპოკაში მასპინძელი რუმინეთი დამაჯერებლად დაამარცხა.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და შესვენებაზე ჩეხეთი მხოლოდ ორქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე პერიოდში კი, სტუმრებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და დასკვნითი მონაკვეთის წინ, მეტოქეს 15 ქულით გაექცნენ. საბოლოოდ, ჩეხებმა სწორედ 15-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს – 68:83.
ჩეხეთიდან გამორჩეულნი ვოიტეხ ჰრუბანი (25 ქულა, 4 მოხსნა, 2 გადაცემა) და ტომაშ სატორანსკი (20 ქულა, 13 მოხსნა, 6 გადაცემა) იყვნენ, ხოლო მასპინძელთაგან ვლად-სორინ მოლდოვეანუ (24 ქულა, 8 მოხსნა, 2 გადაცემა) გამოირჩეოდა.
რუმინეთი – ჩეხეთი 68:83 (22:21; 16:19; 9:22; 21:21)
სატურნირო მდგომარეობა
1. | ესპანეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 99:60 | 2 | |
2. | ჩეხეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 83:68 | 2 | |
3. | ხორვატია | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 67:58 | 2 | |
4. | უნგრეთი | 1 | 0 | 0 | 0 | 1 | 58:67 | 1 | |
5. | რუმინეთი | 1 | 0 | 0 | 0 | 1 | 68:83 | 1 | |
6. | მონტენეგრო | 1 | 0 | 0 | 0 | 1 | 60:99 | 1 |