კალათბურთი

23:20 | 1.09.2017 | ნანახია 3110 - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: “გერმანია კარგი გუნდია, გამოკვეთილი ლიდერით”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი მანუჩარ მარკოიშვილი გერმანიასთან მატჩის წინ საუბრობს. “მანუს” განცხადებით, გერმანიის ნაკრები კარგი გუნდია და საქართველოს დაცვაში მობილიზებით თამაში მართებს.

“მემგონი განსაკუთრებული ცვლილება არაფერი იქნება. უბრალოდ, დიქსონს მოუწევს გამთამაშებლად თამაში. უკვე განვიხილეთ ის ძირითადი კომბინაციები და პრიორიტეტები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ გერმანიის ნაკრების წინააღდეგ დაცვაშიც და შეტევაშიც. მთავარია, რომ შევასრულოთ ეს გეგმა. მეტოქე კარგი გუნდია და გამოკვეთილი ლიდერიც ჰყავს. ძირითადი მიზანი კი იქნება, რომ დაცვიდან შევაჩეროთ გერმანია”, - განაცხადა მარკოიშვილმა საქართველოს კალათბურთის ფედრაციის პრესსამსახურთან საუბრისას.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს, პირველი ტურის შემდეგ 2-2 ქულა აქვთ. ამ გუნდთა შეხვედრა 2 სექტემბერს, თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:08 | 02.09.2017
პანტელეიმონი (4347)

მანუ გაიხარე, გამარჯვება, გამარჯვება ბიჭებო ! ! !

11:56 | 02.09.2017
dixdavid (458)

ჩემი აზრით ისეთივე დაძაბული თამაში იქნება, როგორც ლიტვასთან.
სრული მობილიზების გარეშე, გერმანიას ვერ დავამარცხებთ.

00:46 | 02.09.2017
BEERTRANCE (97819)

ეგ მომწონს რო ზუროსი არაა ეიფორიაში და არც მოთამაშეებს აცლის ეიფორიას აყვენ,

ჰო გვქონდა შემთხვევები რო უეჭველი მოსაგები თამაშები დავთმეთ. იმედია ახსოვთ და ამიტომ არ მოდუნდებიან და მიიყვანენ საქმეს ბოლომდე.

00:34 | 02.09.2017
საბარსა (2123)

ზუროსის იმედი მაქვს რომ ემოციებს არ აყვება და ეიფორიაში არ ჩავარდება და რაც გუნდზეც იმოქმედებს,წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნება სასურველი შედეგი

00:29 | 02.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მანუჩარის დაცვა სუპერდონის იყო ლიტვასთან

00:07 | 02.09.2017
დედაკი მოვტყან (419)

უკრაინა წესით იოლი მეტოქეა და მოვუგებთ, სხვა სამ გუნდთან 2 მოგება დიდი ალბათობით პირველ ადგილზე გაგვიყვანს

00:02 | 02.09.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

გერმანიას და უკრაინას უპრობლემოდ ვუგებთ 3-0 ვიქნებით ძაან ყ ..ე ნაკრები ყავს გერმნიას ვუყურე უკრაინასთან

23:56 | 01.09.2017
sabonis (9584)

100%-ით ვერაფერში ვიქნებით დარწმუნებული ბოლომდე მობილიზებაა საჭირო.ორი წლის წინანდელი ჰოლანდია არ უნდა დაგვემართოს.

23:37 | 01.09.2017
SHALUN (78)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

0.067301