ევრობასკეტ 2017-ის C ჯგუფის პირველი ტურის მატჩში, გათამაშების უმთავრესი ფავორიტი ესპანეთის ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდა და შავი დღე აყარა.
“ლა როხამ” მეტოქე მთელი მატჩის განმალობაში დაჩაგრა და ეს ტაბლოზე ნათლად აისახა. მონტენეგროელებმა ერთადერთი შეხვედრის მესამე პერიოდში მოახერხეს შედარებით თანაბრად თამაში, თუმცა იქაც 4 ქულით დამარცხდნენ. მთლიანობაში კი, ბალკანელებმა ესპანელებს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 39-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ – 99:60.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ესპანელი ვილი ერნანგომესია, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა, 9 მოხნა და 1 გადაცემაა. მისმა ძმამ ხუანმა კი, 13 ქულა და 5 მოხსნა შესძინა საკუთარ გუნდს. რაც შეეხება ძმებ გასოლებს, პაუს 10 ქულა, 8 მოხსნა და 5 გადაცემა ჰქონდა , ხოლო მარკმა 9 ქულა და 5 მოახსნა დააგროვა.
მონტენეგროელთაგან ნიკოლა ვუჩევიჩი (16 ქულა, 5 მოხსნა) და ნიკოლა პავლიჩევიჩი (13 ქულა, 1 მოხსნა, 3 გადაცემა) გამოირჩეოდნენ.
ცნობისთვის, ამ მატჩამდე, გუშინ დაწყებულ ევრობასკეტზე ყველაზე დიდი 29-ქულიანი სხვაობა ისლანდიის და საბერძნეთის ნაკრებების მატჩში დაფიქსირდა, რომელშიც ბერძნებმა იმარჯვეს.
ესპანეთი – მონტენეგრო 99:60 (26:14; 25:15; 19:15; 29:16)