სხვა

21:00 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ ერანოსიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ერანოსიანი ალვარესთან დამარცხდა

ჰამბურგში მიმდინარე მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელმა ოთარ ერანოსიანმა ნახევარფინალური შეხვედრა კუბელ ლასარო ალვარესთან წააგო. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფავორიტად შერაცხულ ლასაროსთან ქართველმა კარგად იასპარეზა, მეტოქეს ტოლი არ დაუდო, თუმცა მსაჯებმა უპირატესობა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს მიანიჭეს.

მიუხედავად მარცხისა, ოთარი ჰამბურგში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, რადგან წესების მიხედვით ნახევარფინალში გასული მოკრივე წაგების შემთხვევაში მესამე ადგილზე გადის. ტურნირზე ერანოსიანმა პირველი დაპირისპირება ყაზახ ადილეტ კურმეტოვს მოუგო, შემდეგ ინდოეთის წარმომადგენელ შივა ტაპას უნდა შეხვედროდა, თუმცა მეტოქე რინგზე არ გამოცხადდა. მეოთხედფინალში კი ოთარმა უზბეკი ელნურ აბდურაიმოვი დაამარცხა.

0.110613