ფეხბურთი

19:36 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ნაკრებში მოუმზადებელი ფეხბურთელის ჩამოსვლა დიდი პრობლემაა"

საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან შეხვედრაში გურამ კაშია უკაპიტნებს. სწორედ ის წარსდგა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად. კაშია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წარმატებას შეეხო და აღნიშნა, რომ ამაყობს კალათბურთელთა მიღწეული შედეგით.

“მინდა, პირველ რიგში კალათბურთელებს მივულოცოთ ძალიან დიდი წარმატება. ბიჭებმა თამაშს ვუყურეთ, როდესაც ვარჯიში დავასრულოთ. მეამაყება, რომ როდესაც საქართველოს წარმატება აქვს. განსაკუთრებით სპორტში. რაც შეეხება ფეხბურთს – ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც კვირიდან კვირამდე არ თამაშობ და უცებ ჩამოდიხარ ნაკრებში 90 წუთის სათამაშოდ. ალბათ, ამით აიხსნება, რომ ერთ ტაიმს კარგად ვთამაშობთ, მეორეს – ვერ. ეს პრობლემაა მწვრთნელისთვისაც. როდესაც ფეხბურთელი ნაკრებში მოუმზადებელი ჩამოდის, ეს ბევრ რამეს წყვეტს. რაც შეეხება კალათბურთელთა წარმატება რამდენად იქნება გადამდები, არ ვიცი, ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზეა ზოგადად და კონკურენციაც მეტია. ყველაფერი უნდა განვითარდეს ფეხბურთში წარმატება რომ მოვიდეს”, - განაცხადა კაშიამ.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა მატჩი 2 სექტემბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110281