საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მარტინ ონილმა ჯეიმს მაკლინი იახლა – “ვესტ ბრომვიჩ ალბიონისა” და ირლანდიის ნაკრების შემტევი.
მაკლინის განცხადებით კარგ ფორმაში იმყოფება და შეეცდება საქართველოს ნაკრები დაამწუხროს.
“ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფორმაში ვიმყოფები – სამი გოლიც გავიტანე. საქართველოსთან პირველ შეხვედრაშუც შემეძლო გატანა და ვეცდები ეს ხვალ გავაკეთო. წინ ოთხი თამაში გვაქვს დარჩენილი, მაგრამ ახლა მთავარი ხვალინდელი შეხვედრაა და დანარჩენ მატჩებზე მხოლოდ შემდეგ უნდა ვიფიქროთ”, - განაცხადა მაკლინმა.
საქართველოს ნაკრები ირლანდიას 2 სექტემბერს, “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება.