კალათბურთი

15:25 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცინცაძის ტრავმაზე სიახლეა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრის, გიორგი ცინცაძის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. როგორც მისმა ექიმმა, თემურ ხვედელიძემ განაცხადა, ზუსტი პასხი, ითამაშებს თუ არა გიორგი გერმანიის წინააღმდეგ, დილის კონტროლის შემდგომ გვეცოდინება.

“ჩაუტარდა ემირაი, მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრაფია, რენტგენი, რის შემდეგადაც დადგინდა, რომ მარცხენა კოჭის სერიოზული ღრძობა, ლატერალური მხრის დაზიანებები ნაწილობრივ მიგვანიშნებს, რომ ეს არის მეორე ხარისხის, მეორე გრეიდის პირველი ხარისხის დაზიანება. ეს გვაძლევს პროგნოზს, რომ გიორგი გვეყოლება ამ ევრობასკეტზე, მაგრამ ხვალ, როდესაც უკვე გასული იქნება 24 საათი, გვეცოდინება ითამაშებს თუ არა ხვალინდელ თამაშში. დილის კონტროლის შემდგომ გვეცოდინება ზუსტი პასუხი”, - ნათქვამია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ექიმის მიერ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2 სექტემბერს გერმანიას დაუპირისპირდება.

0.116079