“ჩელსიმ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, ორი ტრანსფერი განახორციელა. ლონდონურმა კლუბმა “ტორინოდან” მარჯვენა მცველი დავიდე ძაპაკოსტა, ხოლო “ლესტერიდან” ცენტრალური ნახევარმცველი დენი დრინკვოთერი დაიმატა.
“არისტოკრატებმა” 25 წლის იტალიელ ფეხბურთელში 28 მილიონი ევრო გადაიხადეს და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, ხოლო 27 წლის ინგლისელ მოთამაშეში 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღეს და ხუთი წლით დაიბევეს.