საქართველოს ნაკრების კალათბურთელ გიორგი ცინცაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. როგორც კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, გიორგის თელ ავივის კლინიკაში დაზიანებულ ფეხზე დიაგნოსტიკა ჩაუტარდა, საგანგაშო არაფერია, მაგრამ ჯერჯერობით მაინც უცნობია, როდის შეძლებს ცინცაძე თამაშს.
„თელ ავივის კლინიკაში გიორგი ცინცაძეს ნატკენ ფეხზე შესაბამისი დიაგნოსტიკა ჩაუტარდა. ექიმების დასკვნით, დაზიანება არ არის სერიოზული. იმის თქმა, თუ როდის შეძლებს ცინცაძე ვარჯიშს, ან თამაშს, ამ დროისთვის შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია აღდგენის პროცესზე, თუ რამდენ ხანში ჩადგება მწყობრში ამობრუნების შედეგად ნატკენი ფეხი. სავარაუდოდ, 1 სექტებერს ცნობილი გახდება დაახლოებითი დრო, თუ როდის შესძლებს გიორგი ცინცაძე თამაშს”, - წერს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, გიორგი ცინცაძეს ფეხი ლიტვასთან მატჩის პირველ ტაიმში გადაუბრუნდა და მოედანს ვეღარ დაუბრუნდა. უშუალოდ შეხვედრა კი, ქართველმა კალათბურთელებმა 79:77 მოიგეს და ევროპის ჩემპიონატი ჩინებულად დაიწყეს.