ფეხბურთი

0:52 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მზადება ირლანდიისთვის: ბოლოსწინა ვარჯიში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან მატჩისთვის მზადების დასკვნით ფაზაშია. “ჯვაროსნებმა” საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე ივარჯიშეს, რომელშიც მონაწილეობა 24 ფეხბურთელმა მიიღო.

ვლადიმირ ვაისისა და გია გეგუჩაძის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჯიმი ტაბიძე 21-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა. იგი პოლონეთთან ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება, ხოლო შემდეგ ისევ ეროვნულ გუნდს დაუბრუნდება.

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს 1 სექტემბერს, “დინამო არენაზე” ჩაატარებს. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, იგი 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

0.129311