კალათბურთი

0:26 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: იტალიამ მასპინძელს აჯობა

კალათბურთში ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე B ჯგუფში პირველი ტური ისტორიის კუთვნილება გახდა. საქართველოს ნაკრებმა რომ ისტორიული წარმატება გამოჭედა ლიტვის დამარცხებით, რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით.

ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის თამაშის შემდეგ კი, მასპინძელი ისრაელი და იტალია ჩაერთვნენ საქმეში. ებრაელებმა აპენინელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და უშანსოდ დამარცხდნენ – 48:69.

ეტორე მესინას გუნდი მთელი თამაში აღემატებოდა მეტოქეს და შესაბამისად, გასაკვირი არაა დაფიქსირებული ანგარიში. საუკეთესო მარკო ბელინელი იყო 18 ქულით. მართალია, ზუსტად იგივე შედეგით დაასრულა მატჩი ისრაელის ნაკრების ლიდერმა ომრი კასპმა, მაგრამ მარკოსგან განსხვავებით, ომრის ამყოლი არავინ ჰყავდა.

იტალია – ისრაელი 69:48 (21:15, 15:17, 15:9, 18:7)

მატჩის სტატისტიკა

აქვე გეტყვით, რომ ჯგუფის მესამე შეხვედრაში გერმანიის ნაკრებმა უკრაინას აჯობა 75:63. შესაბამისად, ქვეჯგუფს სამი ლიდერი ჰყავს.

აქვე სატურნირო ცხრილიც:

1. იტალია 1 1 0 0 0 69:48 2
2. გერმანია 1 1 0 0 0 75:63 2
3. საქართველო 1 1 0 0 0 79:77 2
4. ლიტვა 1 0 0 0 1 77:79 1
5. უკრაინა 1 0 0 0 1 63:75 1
6. ისრაელი 1 0 0 0 1 48:69 1

B ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები 2 სექტემბერს გაიმართება:

საქართველო – გერმანია

უკრაინა – იტალია

ისრაელი - ლიტვა

0.441008