კალათბურთი

0:10 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: საფრანგეთის სენსაციური მარცხი ფინეთთან

ევრობასკეტ 2017-ის A ჯგუფის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა სენსაციური შედეგით დასრულდა. საფრანგეთის ნაკრები ალბათ ყველასთვის მოულოდნელად, ფინეთთან დამატებით დროში, ორქულიანი სხვაობით დასრულდა.

შეხვედრის პირველი პერიოდი ჩრდილოელთა უპირატესობით წარიმართა და რვა ქულით მოახერხეს წინ გასვლა, თუმცა შემდეგ ფრანგებმა მოუმატეს და შესვენებას მინიმალური უპირატესობით შეხვდნენ – 33:32.

მეორე ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. მესამე პერიოდი ფრანგებმა სამი ქულით მოიგეს, ხოლო დასკვნით პერიოდში ფინელებმა ოთხი ქულით იმარჯვეს და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა – 72:72.

დამატებითმა დრომაც თანაბრად ჩაიარა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წამით ადრე ჯამარ უილსონმა ფრანგებს გადამწყვეტი ორქულიანი ჩაუგდო და ფინეთის ნაკრებმა ევრობასკეტი ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო – 84:86.

ფრანგთა შორის გამორჩეულნი ევან ფურნიე (25 ქულა, 4 მოხსნა, 3 გადაცემა) და ნანდო დე კოლო იყვნენ (21 ქულა, 6 მოხსნა, 2 გადაცემა), ხოლო ფინეთიდან გამორჩეული ლაური მარკანენი (22 ქულა, 7 მოხსნა) გახლდათ.

საფრანგეთი – ფინეთი 72:72 დ.დ. 84:86 (15:23; 18:9; 20:17; 19:23; დ.დ. 12:14)

სატურნირო მდგომარეობა

1. საბერძნეთი 1 1 0 0 0 90:61 2
2. სლოვენია 1 1 0 0 0 90:81 2
3. ფინეთი 1 0 1 0 0 86:84 2
4. საფრანგეთი 1 0 0 1 0 84:86 1
5. პოლონეთი 1 0 0 0 1 81:90 1
6. ისლანდია 1 0 0 0 1 61:90 1

0.116104