კალათბურთი

19:41 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: საბერძნეთმა ისლანდია გაანადგურა

ევრობასკეტ 2017-ის ა ჯგუფის პირველი ტურის მეორე მატჩში საბერძნეთის ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდა და იოლი გამარჯვება მოიპოვა.

ბერძნებმა მეორე პერიოდის გარდა, მეტოქე ყველა სათამაშო მონაკვეთში დაჩაგრეს და საბოლოო ჯამში 29-ქულიანი სხვაობით გაანადგურეს. ბერძნებმა პირველი პერიოდი 26:10 მოიგეს, მაგრამ მეორე პერიოდში ისლანდიელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს.

მეორე ტაიმში კი ბერძნების უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევდა. მესამე პერიოდი 12 ქულით მოიგეს, ხოლო მეოთხე 13-ით და საბოლოო ჯამში ელადებმა 90:61 იმარჯვეს.

ბერძენთა რიგებში გამორჩეული იყო ნიკოს პაპასი, რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა, 4 მოხსნა და 3 გადაცემა შესძინა, ხოლო ისლანდიელთაგან საუკეთესო ჰაუკურ პალსონი იყო – 21 ქულა, 4 მოხსნა, 2 გადაცემა.

ისლანდია – საბერძნეთი 61:90 (10:26; 23:11; 12:24; 16:29)

0.130636