ფეხბურთი

20:10 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ლივერპულმა” ოქსლეიდ-ჩემბერლენი გაიფორმა

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ამიერიდან “ლივერპულის” ღირსებას დაიცავს. როგორც “წითლების” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 24 წლის ფეხბურთელმა კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

ინგლისური მედიის ცნობით, ფეხბურთელის სანაცვლოდ ლონდონის “არსენალმა” 40 მილიონი გირვანქა მიიღო.

ალექს ოქლეიდ-ჩემბერლენი “მეთოფეთა” რიგებში 2011 წელს გადავიდა და იქედან მოყოლებული 132 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ინგლისის ნაკრებში კი, 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.117434