ფეხბურთი

18:17 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მბაპეს საფასურს სრულად გადარიცხავს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” მომავალ რამდენიმე საათში “მონაკოდან” ახალგაზრდა თავდამსხმელს, კილიან მბაპეს დაიმატებს.

RMC-ს ინფორმაციით, ფრანგის სანაცვლოდ პსჟ სრულფასოვან გადარიცხვას შეასრულებს და არ გამოიყენებს შემდგომი გამოსყიდვის წესს, როგორც აქამდე იყო ცნობილი. პარიზული კლუბის ტრანზაქციის მოცულობა 135 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო 45 მილიონი ბონუსის სახით იქნება გადახდილი.

აქვე გეტყვით, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად შეძლებენ პარიზელები ფინანსური ფეირ პლეის წესების დაცვას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარის დროს “პარი სენ ჟერმენმა” “ბარსელონადან” ნეიმარი 222 მილიონი ევროს ნაცვლად დაიმატა.

0.129812