ფეხბურთი

17:50 | 31.08.2017 | ნანახია 1596 - ჯერ

იაპონია - ოფიციალურად, მუნდიალის საგზური

ბრაზილიისა და ირანის შემდეგ, იაპონია გახდა ის ნაკრები, რომელმაც ოფიციალურად გაინაღდა შესარჩევიდან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გასვლა. ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის გაწვრთნილებმა 2:0 სძლიეს ავსტრალიას და ერთი ტურით ადრე გაინაღდეს პირველი ადგილი.

იაპონელთაგან გოლები გაიტანეს "შტუტგარტის" ტაკუმა ასანომ (41) და "გამბა ოსაკას" იესუკე იდეგუჩიმ (82).

მეორეზე ან საუდის არაბეთი გავა, ან ავსტრალია. ბოლო ტურში საუდელები შინ იაპონიას ეთამაშებიან, ხოლო ავსტრალიელები - ტაილანდს. ავსტრალია თუ მოიგებს (და სავარაუდოდ, ასეც მოხდება), რუსეთის საგზურს გაინაღდებს.

თეგებიმუნდიალი 2018

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:01 | 31.08.2017
dinamo222 (8587)

აუუ აზიაში მაინც მოვხვედრილიყავით ასეთ გუნდებთან 3-4 მსოფლიოზე მივიღებდით მონაწილეობას D

18:08 | 31.08.2017
linkin-park (3179)

დღევანდელ საქართველოს ავსტრალიაც, იაპონიაც, ორივე კორეაც, ირანიც, უზბეკეთიც, საუდის არაბეთიც გადაახევს ბურთს თავზე...

18:11 | 31.08.2017
dinamo222 (8587)

დღევანდელს კი მაგრამ 25-15-10 წლის წინ აუცილებლად მოვხვდებოდით მუნდიალებზე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121025
სარეკლამო ადგილი - 99
X x X