კალათბურთი

16:19 | 31.08.2017 | ნანახია 3308 - ჯერ

ზაზა ფაჩულია ევრობასკეტის ტოპ 20 კალათბურთელს შორის

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ევროპის ჩემპიონატის 20 საუკეთესო კალათბურთელში მოხვდა. ინტერნეტპორტალ Eurohoops.net-ის მიერ შედგენილ სიაში ქართველი ცენტრი მეოცე ადგილზეა.

აი, რას წერს გამოცემა ზაზას შესახებ:

“ზაზა ფაჩულია – 33 წლის.

მეოთხე ევრობასკეტი.

მოქმედი გუნდი: “გოლდენ სტეიტ უორიორზი”

გასული სეზონი: 70 თამაში, 6.1 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.2 პასი

ზაზა ფაჩულია ქართული კალათბურთის ცოცხალი ლეგენდაა. იგი 2017 წლის ევრობასკეტს, NBA-ს მოქმედი ჩემპიონის რანგში ხვდება. წარმატებული საკლუბო სეზონის შემდეგ ფაჩულია თავის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა და მზადაა მკაცრი თანაგუნდელები გამოიწვიოს ტურნირში, სადაც საქართველოს მიზანი მაღალია.

თუ ზაზა 100%-ით მზადაა, მაშინ იგი გადამწყვეტ როლს თამაშობს საქართველოს ნაკრების თამაშში გამოცდილების წყალობით”.

აქვე გთავაზობთ საუკეთესო ოცეულს სრულად:

1. მარკ გასოლი (ესპანეთი)

2. კრისტაპს პორზინგისი (ლატვია)

3. პაუ გასოლი (ესპანეთი)

4. გორან დრაგიჩი (სლოვენია)

5. ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი)

6. ნანდო დე კოლო (საფრანგეთი)

7. დარიო შარიჩი (ხორვატია)

8. ბოიან ბოგდანოვიჩი (ხორვატია)

9. დენის შრიოდერი (გერმანია)

10. ევან ფურნიე (საფრანგეთი)

11. რიკი რუბიო (ესპანეთი)

12. იონას ვალანჩუნასი (ლიტვა)

13. ნიკოლა ვუჩევიჩი (მონტენეგრო)

14. სერხიო როდრიგესი (ესპანეთი)

15. მარკო ბელინელი (იტალია)

16. ლუკა დონჩიჩი (სლოვენია)

17. გეორგიოს პრინტეზისი (საბერძნეთი)

18. ომრი კასპი (ისრაელი)

19. ჩედი ოსმანი (თურქეთი)

20. ზაზა ფაჩულია (საქართველო)


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:13 | 31.08.2017
dinamo222 (8587)

ვაი ამათ პატროონს ზაზასთვის მეოცე ადგილი გაიმეტეს @ არადა გასოლის მერე ყველას დაიხევს ერთ ადგილზე !

17:28 | 31.08.2017
sabonis (9584)

მარტო შრიოდერია რა მთელი გერმანია მეორე პერიოდი სრულდება და 18 ქულა აქ უკვე.

17:10 | 31.08.2017
BEERTRANCE (97819)

იმედია აიწყვიტავ ზაზა ევროპაზე.

16:42 | 31.08.2017
baxt (1835)

რითი ჯობია ფაჩულიას ოსმანი, კასპი, როდრიგესი და რამოდენიმე კიდევ მასზე წინ დაყენებული მოთამაშე? არც უკეთეს გუნდებში თამაშობენ, არც რაიმე გადასარევი სტატისტიკა ჰქონიათ, ქარიზმა და გამოცდილებაც ზაზას არა მგონია ვინმეზე ნაკლები ჰქონდეს.

16:23 | 31.08.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

თან ერთადერთი მოქმედი ნბა-ს ჩემპიონია ამ ევრობასკეტზე.
მოკლედ, ყველანაირად გამორჩეული გუნდი გვყავს რაა DDD

0.125698