ჩოგბურთი

10:14 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა წინ მიიწევს

ამერიკის ღია პირველობის 1/32-ფინალში მარია შარაპოვამ ტიმეა ბაბოში 6:7, 6:4, 6:1 დაამარცხა. მატჩი 2 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში მარიამ ტაი-ბრეიკზე 4:7 წააგო. მეორე პარტიაში 3:3-ზე ბრეიკი შეასრულა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტში კი სამი უპასუხო ბრეიკი შეასრულა.

შარაპოვამ 12 ეისი ჩააწოდა, 13-დან 8 ბრეიკი შეასრულა.

ტურნირის 1/16-ფინალში შარაპოვა სოფია კენინს შეხვდება, მატჩი 1 სექტემბერს თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.

0.139858