კირან გიბსის 13-წლიანი ლონდონური კარიერა დასრულდა. 27 წლის მარცხენა მცველმა “არსენალის” რიგები ოფიციალურად დატოვა და “ვესტ ბრომვიჩს” შეუერთდა.
“ბულბულებმა” ინგლისელ ფეხბურთელში 7.5 მილიონი ევრო გაიღეს და ოთხწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.
ცნობისთვის, გიბსი “არსენალის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ხოლო ძირითად გუნდში 2007 წელს (სამი სეზონი ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა) გამოჩნდა და მას შემდეგ ჩატარებულ 230 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. კირანმა გასულ სეზონში არსენ ვენგერის ნდობა დაკარგა და ნაჩო მონრეალის დუბლიორად ითვლებოდა, რის გამოც სამუშაო ადგილის შეცვლა გადაწყვიტა.