საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გახსნისთვის ემზადება. პატარა “ჯვაროსნებმა” პოლონეთთან მატჩამდე გორში, “თენგიზ ბურჯანაძის” სტადიონზე ივარჯიშეს.
ეროვნული ნაკრებისა არ იყოს, დანაკლისი ახლაგაზრდულ ნაკრებშიცაა და თან, საკმაოდ სერიოზული. ლუკა ზარანდიას შემდეგ გია გეგუჩაძეს გიორგი ჩაკვეტაძეც გამოაკლდა. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ნაკრებთან ერთადაა, მაგრამ წელის ტკივილის გამო თითქმის გამორიცხულია, რომ პოლონეთთან თამაში მოახერხოს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პოლონელ თანატოლებს 1 სექტემბერს, გორში უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო და ვიდეო მასალა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არაა გამორიცხული მეორეზეც გავიდეს
მილანი უეჭველი გასულია ლიგის ზონაში
ცალკე ლიგაზეც დაიფრინეს
ეს ბოლო სეზონებია, მილანი ძაან უხერხულ მეტოქეთ იქცა ნაპოლისტვის