სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

0:37 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მზადება ირლანდიისთვის: საქართველოს ნაკრებს ნიკა კაჭარავა გამოაკლდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადებას განაგრძობს. “ჯვაროსნებმა” საფებხურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე ივარჯიშეს, რომელიშიც მონაწილეობა 25 ფეხბურთელმა მიიღო. მათ შორის, ვაკო ყაზიაშვილიც იყო – იგი ნაკრებს დღეს შეუერთდა.

არის დანაკლისიც: როგორც სფფ-ის პრესსამსახურის ვებგვერდი იტყობინება, ნიკა კაჭარავას ვისური აქვს და ორივე შეხვედრა გაუცდება. აქვე გეტყვით, რომ ირლანდიასთან შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ჯაბა კანკავა.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა მატჩი 2 სექტემბერს, “დინამო არენაზე” 20:00 საათზე გაიმართება. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კი, ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს ვენაში, ავსტრიასთან დაპირისპირება ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.134228