“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი გჟეგოჟ კრიხოვიაკი კარიერას “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” გააგრძელებს. ინგლისური კლუბის ინფორმაციით, ხელშეკრულება საიჯაროა.
“წინადადებები ესპანეთიდან და იტალიიდან მქონდა, თუმცა “ვესტ ბრომვიჩი” ძალიან ამბიციური გუნდია. აქ კარგი ატმოსფეროა”, - განაცხადა პოლონელმა.
კრიხოვიაკი გასულ სეზონში გადავიდა პსჟ-ში 34 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა. მხოლოდ 18 თამაში ჩაატარა და აქედან 10-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.