ფეხბურთი

22:05 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას ინგლისის პრემიერლიგის სამი გუნდი ეპატიჟება!

მოსკოვის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ნაკრების მცველ სოლომონ კვირკველიას ინგლისის პრემიერლიგის სამი გუნდი ეპატიჟება.

The Sun-ის ინფორმაციით, “ლესტერ სიტი”, “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” და “კრისტალ პალასი” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 48 საათით ადრე ცენტრალურ მცველს ეძებენ და მათ არეალში ქართველი ფეხბურთელია.

ინგლისური გამოცემის ცნობით, სამივე გუნდი მზადაა კვირკველიას სანაცვლოდ 18 მილიონი გირვანქა გაიღონ.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია “ლოკომოტივმა” ყაზანის “რუბინიდან” გამოისყიდა და კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. 25 წლის ფეხბურთელმა კი მიმდინარე სეზონი წარმატებულად დაიწყო. რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და გარდა ამისა, 2 გოლიც გაიტანა.

0.117018