კალათბურთი

20:46 | 30.08.2017 | ნანახია 3541 - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “ლიტვის დამარცხება ნამდვილად შეგვიძლია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ ლიტვასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერია, თუმცა მათი დამარცხება ნამდვილად შეიძლება.

“ძალიან მნიშვნელოვანია კარგი დასაწყისი. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ხუთი თამაში გვაქვს ჩასატარებელი – 5 თამაშიანი სერიაა. სათითაოდ უნდა მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის, რადგან ჩვენი მეტოქეები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ერთნაირ კალათბურთს ვერ ვითამაშებთ. ამ ეტაპზე მთლიანად ლიტვის ნაკრებზე ვართ კონცენტრირებულნი – ვფიქრობ, მზად ვარ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც. ვნახოთ, 40 წუთის განმავლობაში საინტერესო თამაში იქნება.

თავს უკეთესად ვგრძნობ თავს. ყველა ვარჯიში გამოვიყენე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევსულიყავი ფორმაში. დანარჩენი უკვე თამაშებში გამოჩნდება თუ რა დონეზე.

წინა ჩემპიონატს თუ გავიხსენებთ, ძალიან ცუდი დასაწყისი გვქონდა, ჰოლანდიასთან დავმარცხდით, თუმცა ბოლო ორი მატჩი მოვიგეთ და გავედით შემდეგ ეტაპზე. ამიტომ აღვნიშნე, რომ ეს არაა ერთთამაშიანი ტურნირი, არამედ 5 მატჩიანი ციკლია. მაგრამ, ყოველთვის შეგიძლია, რომ სიურპრიზებით დაიწყო და მოულოდნელი გააკეთო. ლიტვის ნაკრები ძალიან ძლიერია, თუმცა მათი დამარცხება მოულოდნელობა არ უნდა იყოს ჩვენთვის, ეს ნამდვილად შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ამას მონდომება, უკეთესი თამაში უნდა, ვიდრე მოწინააღმდეგე ითამაშებს”, - თქვა ზაზამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ლიტვას 31 აგვისტოს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაუპირისპირდება.


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:33 | 31.08.2017
sabonis (9584)

ისრაელმა ჩვენი ფანები არ შეუშვა(მერამდენე შემხვევაა წელს) მე მგონი ატანან ეგ ჩემისები 26 საუკუნოვან ძმობას წყალსD. ისე ეს ყველაფერი იმის ბრალი ხომ არაა ჯამლეტა, რომ მოტეხეს კალათბურთის რეპორტაჟებიდან.DDDDDD

14:40 | 31.08.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

იმ ფანებიდან ნახევარზე მეტს წვერი ექნებოდა მოშვებული და ალბათ მაგათმა ანტიტერორისტულმა სისტემამ განგაში ატეხა DDDDDDDDDDD

14:50 | 31.08.2017
sabonis (9584)

არა უკვე მერამდენეჯერ აკეთებენ ებრაელები მაგას, მართლა რაღაცაშია საქმე.

13:49 | 31.08.2017
BEERTRANCE (97819)

იქნებ დააგვიანოს თვითმფრინავმა და დღეს გამოაკლდეს 1 NBA-ელი ლიტვას.

10:39 | 31.08.2017
iloreli (2516)

pirlo და BEERTRANCE
ემოცია ჩემი უნდა ნახოთ, ვერტალიოტივით დავატრიალებ პირსახოცს ყველა ჩაგდებულ ბურთზეეე... ფილტვების ანთებას ავკიდებ მთელ სკამს და ზუროსის ასისტენტებს...

12:04 | 31.08.2017
BEERTRANCE (97819)

პირსახოცი რო ავაფრიალო მონიტორს გადავაგდებ იატაკზე DDDDDDDDDDDDDDDDDDDD

12:47 | 31.08.2017
iloreli (2516)

მე ვიძახი ბოისას ნაცვლად რო დამსვან ზამენაზე

13:49 | 31.08.2017
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDD

12:01 | 31.08.2017
airvika13 (657)

DDDDDDDDD

09:23 | 31.08.2017
BEERTRANCE (97819)

ნერვიულობას ვერ ავცდებით. მთავარია არ დაგვენანოს წნევის და პულსის ავარდნა და თმების გათეთრება.

აბა თქვენ იცით.

01:41 | 31.08.2017
Buratino (3505)

იწყება ჩვენი ნერვიულობა! ჩემი ორმაგად იმიტომ, რომ უკვე სტამბულის ბილეთები მაქვს აღებული

00:21 | 31.08.2017
პანტელეიმონი (4347)

ღმერთმა გისმინოს ზაზა ! ! !

00:18 | 31.08.2017
miriani (2665)

მოკლედ ხვალიდან იწყება ნერვების პუტვა... და ცინცაძე თუ არ გამათეთრებს ნაადრევად ხო კაი.... :-D

09:18 | 31.08.2017
BEERTRANCE (97819)

შედეგი იყოს და ავიტანთ გათეთრებას

23:20 | 30.08.2017
pirlo (1162)

ბოისაში რეინკარნაცია რომ მოხდეს ეხლა ამაღამ და ლებრონ ჯეიმსის სული ჩაუსახლდეს და ხვალ სულ სამმაგი ბრუნებით ტენოს ბურთები ჰაჰააა აქ რა მოხდება წარმომიდგენია, პირველი მე დავიკიდებ მანქანაში ბოისას ფოტოს ისე მართლა რას ვერჩით ამ ბოისას, წაიყვანა უკვე ვსიო და შევარგოთ ეს ევსობასკეტი, იქნება და მართლა ჩაუვარდეს ბურთები ვაცადოთ..... ისე ხუმრობის გარეშე მართალია კალათბურთის თამაში არ იცის მაგრამ რაც მომწონს მაგ ბიჭში ისაა რომ სულ ჯიგრიანად თამაშობს როცა გამოდის და სათადარიგოდან ყველაზე ემოციურად ეგ რეაგირებს ხოლმე ჩვენ ჩაგდებულ ბურთებზე

11:00 | 31.08.2017
sabonis (9584)

რეინკარნაცია მკვდარიდან გამიგია მე და ლებრონას ხო არაფერი მოსვლია?DDD

09:18 | 31.08.2017
BEERTRANCE (97819)

მაგი თუ ქნა ყველა ოთახში მაგის პლაკატს გავაკრავ, ემოციას რაც შეეხება, დამსვან და ისეთ ემოციურ რეაგირებას ვაჩვენებ რო DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

22:58 | 30.08.2017
M.U2016 (1925)

წარმატებები ზაზა

22:25 | 30.08.2017
ogafa (10143)

წარმატებები

21:07 | 30.08.2017
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

ვინ იცის, ტელეტრანსლაცია რომელ არხზე იქნება . .

21:09 | 30.08.2017
sabonis (9584)

საზ მაუზე ან 1 ან 2-ზე.

21:12 | 30.08.2017
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

sabonis მადლობა, გაიხარე!

20:57 | 30.08.2017
shakooo7 (2507)

კარგი კალენდარი გვაქვს

20:57 | 30.08.2017
BEERTRANCE (97819)

აბა თქვენ იცით, ნამდვილად შეგიძლიათ.

0.117977