შვედურმა გამოცემა sport bladet-მა გამოკითხვა ჩაატარა: სურთ თუ არა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ნაკრებში დაბრუნება?
გამოკითხულ გულშემატკივართა 45 პროცენტი წინააღმდეგია ზლატანის ნაკრებში თამაშისა, 32 პროცენტი თანახმაა, ხოლო 23-მა პროცენტმა გადაჭრით პასუხი ვერ გასცა.
“იბრა” 35 წლისაა და დაიწყო საუბარი, რომ გაისად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს: რა თქმა უნდა, თუ შვედები იქ მოხვდებიან... მეორე მხრივ, მანამდე სხვა პრობლემებია – იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა უნდა მოიშუშოს.