ფეხბურთი

17:20 | 30.08.2017 | ნანახია 0 - ჯერ

ოფიციალურად: “დორტმუნდმა” ტოლიანი გაიფორმა

დორტმუნდის “ბორუსიამ” “ჰოფენჰაიმის” მცველი ჟერემი ტოლიანი გაიფორმა. როგორც “ყვითლების” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შედგა, ხოლო კონტრაქტი ხუთი წლის ვადით გაფორმდა.

ტოლიანი “ჰოფენჰაიმის” სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა და ხელშეკრულებაც გაისად ეწურებოდა. სწორედ ამიტომ, “სოფლელები” 5 მილიონ ევროდ გაყიდვაზე დათანხმდნენ.

ჟერემიმ ზაფხულში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა – თავი რამდენიმე საგოლე პასითაც გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ “ბორუსიას” გარდა ფეხბურთელს “ტოტენჰემი”, “ჩელსი”, “ბაიერნი”, “ნაპოლი” და “იუვენტუსიც” ეპატიჟებოდნენ.

ჟერემი ტოლიანმა გასულ სეზონში “ჰოფენჰაიმის” რიგებში 20 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი, ბუნდესლიგის ორივე მატჩი სრულად ჩაატარა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:17 | 06.07.2015
გიოგიო (უმცირესობის ლიდერი) (1576)

ბასილა ATP RACE RANGNINK-ში 75-ა საღოლ ბასილ შემაჯამებელში მენახეე

09:53 | 06.07.2015
BEERTRANCE (97819)

შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ

21:57 | 05.07.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

ყოჩაღ,ასე გააგრძელეთ

0.061359