სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

17:49 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გაბრიჩიძე: “მინიმუმი მეოთხედფინალია”

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე ევროპის ჩემპიონატის წინ იმედიანადაა განწყობილი. როგორც გაბრიჩიძემ განაცხადა, ეროვნული გუნდის მიზანი ყველა თამაშში ბოლომდე ბრძოლა და ამავდროულად, მინიმუმ მეოთხედფინალში გასვლაა.

“მეოთხე ევრობასკეტია, რომელშიც საქართველო მონაწილეობს და ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩემპიონატი იქნება, რადგან გუნდების დონე თანდათან მაღლდება. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატი მთლიანობაში საინტერესო იქნება. რაც შეეხება მიზანს, ყველა თამაშში ბოლომდე ბრძოლა და მინიმუმ ორი თამაშის მოგება – რა თქმა უნდა, მეტსაც ეცდებიან ბიჭები. იმ გამოცდილებით კი, რაც ჩვენს კალათბურთელებს გააჩნიათ, ალბათ მინიმუმ მეოთხედფინალში უნდა ვითამაშოთ”, - უთხრა მიხეილ გაბრიჩიძემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე გაიმართება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას ხვალ, ლიტვასთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.122221