კალათბურთი

15:18 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძე: “ლიტვასთან თამაშს დიდი იმედით ველოდებით”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მზადების დასკვნით ფაზაშია. ილიას ზუროსის გუნდი უკვე ისრაელშია და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგ დუდა სანაძემ ისაუბრა.

სანაძის თქმით, ნაკრები 100%-ით მზადაა ევრობასკეტისთვის და ლიტვასთან თამაშს დიდი იმედით ხვდებიან:

“ძალიან კარგი ამხანაგური თამაშები და მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ 100%-ით მზადყოფნაში ვართ. ბიჭები კარგ ფორმაში ვიმყოფებით, დასვენებულებიც ვართ და ლიტვასთან პირველ თამაშს დიდი იმედით ველოდებით”, - უთხრა სანაძემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 31 აგვისტოს, ლიტვის ნაკრებთან გამართავს.

0.558023