მსოფლიო რეიტინგის 45-ე ნომერმა 19 წლის იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ნომერი ანგელიკა კერბერი 6:3, 6:1 გაანადგურა (VIDEO).
კერბერი ბოლო 12 წლის განმავლობაში გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ამერიკის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონის რანგში პირველ წრეში წააგო. ბოლოს მსგავსი რამ სვეტლანა კუზნეცოვას 2005 წელს გადახდა თავს.
19 წლის ოსაკამ პირველ სეტში 4:3-ზე ბრეიკი შეასრულა, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. მეორე სეტში კი კერბერი უბრალოდ განადგურდა.
ოსაკამ ტოპ 10-ის ჩოგბურთელი კარიერაში პირველად დაამარცხა.