ფეხბურთი

12:22 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ახალი სპეციალისტი შეუერთდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბს გამოცდილი სპეციალისტი შეუერთდა. ვლადიმირ ვაისის ასისტენტის პოსტს სლოვაკი ბორის კიტკა დაიკავებს. 47 წლის სპეციალისტი 2007-2008 წლის სეზონში სლოვაკეთის "სლოვანის" მთავარი მწვრთნელი იყო. 2009-2010 წლებში სლოვაკეთის 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, 2012-2015 წლებში კი სლოვაკი სპეციალისტი საფეხბურთო კლუბ "კაირათში", ვლადიმერ ვაისის ასისტენტად მუშაობდა.

საფეხბურთო კარიერის დროს პოზიციით მცველი ბორის კიტკა "სლოვანის", "სპარტაკ ტრნავას", "ინტერ ბრატისლავას", "ბანიკის" და ავსტრიული "რიდის" ფეხბურთელი იყო.

ბორის კიტკა უკვე საქართველოშია და ეროვნული ნაკრების უახლოესი ორი ოფიციალური მატჩის მზადების პროცესშია ჩართული.

gff.ge

0.111115