თამაშგარე

18:15 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რომას“ ქალი ტიფოზები და ქართველების “ევროპული ოცნება“

იტალიის საფეხბურთო კლუბებს შორის ყველაზე მეტი ქალბატონი ქომაგი დედაქალაქურ “რომას“ ჰყოლია. მოდით ნუ დაგვაწყებინებთ ამის მიზეზ-შედეგობრივ კვლევას, თუმცა ამაში გასაკვირიც არაფერი უნდა იყოს, რადგან როგორც ცნობილია, ევროპის დედაქალაქებში ქალბატონები უფრო მეტად სწყალობენ სპორტსა და კერძოდ ფეხბურთს.

სხვათა შორის, ამ რამდენიმე წლის წინ, აპენინებზე სხვადასხვა კლუბის ქალ ტიფოზებს შორის მინი-ფეხბურთის სახალისო ტურნირი გამართულა, სადაც სწორედ ჩვენს მიერ უკვე ხსენებულმა “მგლების“ ტიფოზმა გოგონებმა იმარჯვეს და ის მოახერხეს, რაც მათმა საყვარელმა კლუბმა აგერ ამდენი წელია ვერაფრით შეძლო.

ისე თუ გახსოვთ, ორიოდე წლის წინ, თბილისში ჩვენი “დინამოს“ საგულშემატკივროდ, ეროვნულ პირველობაზე მუდმივად დადოდა რამდენიმე გოგონა, რამაც ბევრი ქართველი ქომაგი გაახარა - აქაოდა ჩვენც ევროპის გზაზე ვდგებითო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ეს ქალბატონები ქართველი ფეხბურთელების ცოლები იყვნენ და ევროპაზე ოცნებაც იქ დასრულდა.

0.196772