მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობის პირველი ეტაპი წარმატებით დაძლია.
რაფამ დუშან ლაიოვიჩი 7:6, 6:2, 6:2 დაამარცხა (VIDEO). შეხვედრა 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ნადალს პირველ სეტში გაუჭირდა. ლაიოვიჩი 5:4-ს იგებდა და სეტზე აწვდიდა, მაგრამ ესპანელმა უკუბრეიკის გაკეთება მოახერხა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც რაფაელმა 8:6 მოიგო. მეორე და მესამე პარტიებში ლაიოვიჩმა ნადალს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
1/32-ფინალში ნადალი ტარო დანიელის და ტომი პოლის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.
ნადალს ამერიკის ღია პირველობა ორჯერ აქვს მოგებული (2010, 2013).