ფეხბურთი

23:30 | 29.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მზადება ირლანდიისთვის: მინუს ლორია, პლიუს - რევიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მზადებას განაგრძობს. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, დღეს ნაკრებმა ორჯერადი ვარჯიში გამართა: ჯერ სატრენაჟორო დარბაზში, ხოლო შემდეგ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე.

საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან და ავსტრიასთან მატჩებისთვის გიორგი ლორია გამოაკლდა ტრავმის გამო. გიორგის ნუკრი რევიშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც ნაკრებს უკვე შეუერთდა. მის გარდა, ეჭვქვეშაა ჯიმი ტაბიძის საკითხიც – იგი სამედიცინო შტაბის დაკვირვების ქვეშაა და ყველაფერი უახლოეს დროში გაირკვევა.

საქართველოს ნაკრები ამჟამად 24 ფეხბურთელით განაგრძობს მზადებას – ერთადერთი გამონაკლისი ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც გუნდს 30 აგვისტოს შეუერთდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, ირლანდიას თბილისში დაუხვდება, ხოლო 5 სექტემბერს, ვენაში, ავსტრიას ესტუმრება.

0.11911