ფეხბურთი

22:48 | 29.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ჩელსიმ” აზარი გაიფორმა

ლონდონის “ჩელსიმ” ედენ აზარის უმცროსი ძმა, კილიანი გაიფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. ხელშეკრულების დეტალები და სატრანსფერო ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

კილიან აზარი 22 წლის თავდამსხმელია. ბოლოს იგი უნგრულ “უიპეშტში” გამოდიოდა, მანამდე კი ბელგიურ “ზულტე ვარეგემში” თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ ედენისა და კილიანის შუათანა ძმა, ტორგენიც თავის დროზე “ჩელსის” საკუთრებაში იყო, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა და ამჟამად ბურთს გერმანულ “გლადბახში” აგორებს.

0.117099