ფეხბურთი

21:42 | 29.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გასული სეზონის საუკეთესო გოლი: მანჯუკიჩის შედევრი ფინალში (+VIDEO)

უეფამ გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გამოავლინა. 2016-2017 წლების სეზონის საუკეთესო გოლი გულშემატკივართა გადაწყვეტილებით ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა – საუბარია უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილ გოლზე მადრიდის “რეალის” კარში.

მანჯუკიჩის შედევრმა ხმათა 26% მიიღო და ყველა სხვა ნომინანტს აჯობა. თუმცა, მარიომ მცირედით აჯობა მეორე ადგილზე გასულ მუსა სოუს: “ფენერბაჰჩეს” სენეგელალი შემტევის გოლს, რომელიც “მანჩესტერს” გაუტანა ხმების 25% ერგო.

აქვე, გასული სეზონის გამორჩეული გოლების საბოლოო მონაცემებიც:

მარიო მანჯუკიჩი (“იუვენტუსი” – “რეალი”, ჩემპიონთა ლიგა) – 26%

მუსა სოუ (“ფენერბაჰჩე” – “მანჩესტერი”, ევროპა ლიგა) – 25%

კაზემირო (“რეალი” – “ნაპოლი”, ჩემპიონთა ლიგა) – 20%

მარკო ასენსიო (ესპანეთი – მაკედონია, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი) – 11%

ჟორდი მბულა - (“ბარსელონა” – “დორტმუნდი”, უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა) - 8%

კევინ ფრიესენბიხლერი (“ასტრა” – “აუსტრია”, ევროპა ლიგა) – 6%

დანიელა საბატინო (იტალია – შვედეთი, ევროპის ჩემპიონატი) – 4%

ვიდეოში ყველა ზემოხსენებული გოლის ნახვა შეგიძლიათ.

0.116307