ფეხბურთი

20:33 | 29.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკო" "ლაციოს" ბალდეს ტრანსფერზე შეუთანხმდა

სენეგალის ეროვნული ნაკრების და "ლაციოს" შემტევი კეიტა ბალდე შესაძლოა "მონაკოს" რიგებში ვიხილოთ. როგორც Sky Italia იუწყება, იტალიელები და ფრანგები აფრიკელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და რომაელები 22 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 27.9 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.

ბალდე "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და "ლაციოს" ახალგაზრდულ გუნდს 2011 წელს შეუერთდა. 2013 წელს ფეხბურთელი მთავარ გუნდში დააწინაურეს. მას შემდეგ სენეგალელმა შემტევმა 135 შეხვედრა ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში კეიტამ თავი 16 გოლით და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ასევე გასული სეზონის შედეგიანი თამაშის წყალობით ბალდეს სატრანსფერო ღირებულება 13-დან 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.11043