ფეხბურთი

16:53 | 29.08.2017 | ნანახია 2361 - ჯერ

უეფას ახალგაზრდული ლიგა: “საბურთალო” თურქეთში იწყებს

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ახალგაზრდული ლიგის წილისყრა. როგორც იცით, ლიგაზე "საბურთალოც" ითამაშებს, რომელმაც შარშან საქართველოს 19-წლამდელთა ლიგა მოიგო.

რევაზ გოცირიძის გუნდის მეტოქე პირველ ეტაპზე თურქული “ბურსასპორი” იქნება. საბურთალოელები პირველ შეხვედრას 27 სექტემბერს, თურქეთში გამართავენ, საპასუხო მატჩი კი თბილისში 18 ოქტომბერს ჩატარდება. ამ წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე ისრაელის “მაკაბისა” და სერბულ “ბროდარაცს” შორის საუკეთესოს შეხვდება. მეორე ეტაპის თამაშები 1 და 22 ნოემბერსაა დაგეგმილი.

წლეულს უეფას ახალგაზრდულ ლიგაში 1999 წელს დაბადებულებს (და უმცროსებს) შეუძლიათ თამაში. კიდევ, გუნდებს აქვთ უფლება, 1998 წელს დაბადებული 3 ფეხბურთელი დაიმატონ თითოეულ შეხვედრაში.

უეფას ახალგაზრდული ლიგა 2013/2014 წლების სეზონიდან დაიწყო. უეფამ 2015 წლიდან დაუშვა შედარებით სუსტი საფეხბურთო ქვეყნების ასაკობრივი ლიგის ჩემპიონები. საქართველოდან პირველად სწორედ "საბურთალო" გავიდა და დანიურ "მიდტიულანდთან" დამარცხდა (1:3, 1:2), შარშან კი თბილისის "დინამომ" წააგო ალმათის "ქაირათთან" - 0:3, 1:5.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:48 | 30.08.2017
gileo (110)

videoebi naxet youtobe ze ))) kraizee iseti bichi kavt kvelas da kvelafers atkuebs )))) da shetevashii zangi kavt 5 weli ak gadaketebuli memgoni ))))) dalshe chvennairi igrokebi kavt ra )))

11:35 | 30.08.2017
shakooo7 (2507)

საბურთალო უკეთესი გუნდია, მაგ ასაკში თურქები უნდა მივაჩოხანოთ წესით

17:32 | 29.08.2017
shakooo7 (2507)

დიდი არაფერი გუნდი ყავთ. შანსები 65-35 საბურთალოს სასარგებლოდ

23:33 | 29.08.2017
BEERTRANCE (97819)

ჰო რავი ყველგან დიდი არაფერი გუნდებია და მანდამაინც ჩვენთან უდგებათ ხოლმე DDD

0.108731