ძიუდო

16:27 | 29.08.2017 | ნანახია 1193 - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ნახევარფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და უმაღლეს ტიტულს ორი გამარჯვება აშორებს.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს კონკურენციაში სულ 72 ძიუდოისტი ჩაება. მარგველაშვილი წილისყრამ პირველ წრეში დაასვენა. საქმეში იორდანიელ ბილალ ეიელსალმანთან დაპირისპირებით ჩაერთო და მეტოქეს 2 წუთსა და 17 წამში აჯობა. მეორე მოწინააღმდეგეს - სამხრეთაფრიკელ სიაბულელა მაბულუს მარგველაშვილმა მხოლოდ 56 წამი აკმარა – ვაზარიზე დასცა და შებოჭა.

მერვედფინალში ამერიკელი რაიან ვარგასი 2 წუთსა და 25 წამში დასცა ბეჭებზე. მეოთხედფინალში კი მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონს და რიო 2016-ის ფინალისტს – სამხრეთკორეელ ბაულ ანს დაეჭიდა და მეოთხე დამატებულ წუთზე სძლია. უილეთო შეხვედრის ბედი ერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა.

ნახევარფინალში ვაჟა მარგველაშვილი იაპონელ ჰიფუმი აბეს დაეჭიდება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი ებრაელი ტალ ფლიკერი და რუსი მიხაილ პულიაევი იბრძოლებენ.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:46 | 07.01.2014
shakooo7 (2507)

პალასიო-სუარესის დუეტი კარგი იქნებოდა ) ოცნებას კაცი არ მოუკლავს

13:44 | 07.01.2014
shakooo7 (2507)

ეჰ ვალტერ, ვალტერ! სანამ მაგ უაზრო 3-6-1 ს 3-5-2ით არ ჩაანაცვლებ არ გეშველება არაფერი. პალასიოს ჭირდება მეწყვილე თავდასხმაში აშკარად.

11:22 | 07.01.2014
laciosErtguli (3640)

ესეც მაცარი და მისი ინტერი!

10:52 | 07.01.2014
levichcr7 (264)

ნახეთ კაკაზე ლამაზი ვიდეოა -stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=CnDk-SkokBg')>0?' http://www.youtube.com/watch?v=CnDk-SkokBg':' http://www.youtube.com/watch?v=CnDk-SkokBg'))

04:43 | 07.01.2014
mushni (93569)

გ+მიროსლავ კლოზეეეეეეეე

00:33 | 07.01.2014
arturi-baierni (24493)

კლოზემ რა მაგარი შეაგდოოოოოოოოოოოოო საგოოოლ მიროოოოოოოოოოოო

0.065889
1193