კალათბურთი

14:45 | 29.08.2017 | ნანახია 1606 - ჯერ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელში ჩაფრინდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თელ-ავივში ჩავიდა, სადაც ევრობასკეტ2017-ის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები უნდა ჩაატაროს.

საქართველო პირველ მატჩს 31 აგვისტოს ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, თამაში თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები სტამბულში გადაინაცვლებს, სადაც ტურნირის დასკვნითი ეტაპი გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.079354
1606