ვისაც 2002 წლის საფეხბურთო მუნდიალი გახსოვთ, მაშინდელი ერთ-ერთი მასპინძელი ნაკრების, სამხრეთ კორეის წარმატება და ნახევარფინალში თამაში აბა როგორ დაგავიწყდებათ? იმ მუნდიალის მერე სამხრეთ კორეელებს ბევრი არაფრისათვის მიუღწევიათ, მაგრამ ის კი ნამდვილად შეძლეს, რომ მათ ქვეყანაში ფეხბურთის ჭეშმარიტად მოყვარული თაობა წამოვიდა.
ამ ყველაფერზე, სხვას რომ თავი დავანებოთ, სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრების თილისმად ცნობილი, მშვენიერი მოდელი, ლი პა ნიც მეტყველებს, რომელმაც, როგორც იძახიან, ფეხბურთი იმდენად კარგად იცის, რომ ერთ რამედ ღირს მასთან ერთად ლუდის თანხლებით ფეხბურთის ცქერა და მატჩის გარჩევა.
ლი პა ნი სამხრეთ კორეის არამხოლოდ მთავარი ნაკრების თამაშებს ესწრება, ამ გოგონას ახალგაზრდული გუნდებისა და ეროვნული საფეხბურთო პირველობის შეხვედრების დროსაც ხშირად დალანდავთ სტადიონზე და როდესაც თავისუფალი დრო აქვს, მისთვის განმუხტვის საუკეთესო საშუალება სწორედ სტადიონია. ასეთ გოგოს კი დაგვეთანხმებით, განმუხტვა ნამდვილად სჭირდება...