ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში 20 წლის ჯარედ დონალდსონთან 0:6, 6:4, 3:6, 6:7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მატჩი ორ საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. ნიკამ 5-დან 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო დონალდსონმა 23-დან – 8.
მეოთხე სეტში ბასილაშვილი 3:1 იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ჯარედმა 8:6 იმარჯვა.
მომდევნო წრეში დონალდსონი ფრანგ ლუკას პუილეს შეხვდება.