“მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულის სატრანსფერი ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. ამჯერად “წითელმა ეშმაკებმა” თვალი მადრიდის “რეალის” უელსელ გარემარბს, გარეტ ბეილს დაადგეს.
Express-ის ცნობით, ინგლისელები 28 წლის ნახევარმცველში 92 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას გეგმავენ.
მანჩესტერელები იმედოვნებენ, რომ ასენსიოს ბრწყინვალე თამაშის გათვალისწინებით მადრიდელები ადვილად შეელევიან ბეილს.