ავთო ებრალიძემ პორტუგალიაში ლიგა არა, მაგრამ გუნდი შეიცვალა: “ჟილ ვისენტედან” გადავიდა “აკადემიკო ვიზეუში”. ეს გუნდი პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში 5 ტურის შემდეგ ლიდერობს – ოთხი მოგება და ერთი ფრე აქვს.
იყო პერიოდი, როცა ებრალიძე პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. “ჟილ ვისენტეში” მან ოთხი სეზონი დაჰყო და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარა 3 მატჩი. ეს თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში.
ავთო 25 წლისაა. შემტევი ნახევარმცველი გახლავთ, მეტწილად ფლანგზე თამაშობს.